Sunday, July 19, 2015

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

                                                                                                                                                                თემა:


  • შოთა რუსთაველის  პოემის "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტი:  ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" გაცნობა.


მიზანი:


  • ნაწარმოების აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება.
  • კითხვის სტრატეგიების გამომუშავება (წინასწარი დაკვირვება სათაურზე, ილუსტრაციებზე).
  •  აზრის ზეპირად და წერილობით გადმოცემის უნარის გამომუშავება.
  •  არგუმენტირებულად აზრის ჩამოყალიბების უნარის გამომუშავება.
  • დისკუსისს წარმართვა



მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები: 


 ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს  ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.

  •  ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს); 
  •  სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად; 
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.


  •    მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას   ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;



ქართ. V. 5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.
  • ჯგუფთან ერთად ირჩევს საკამათ თემას; განსაზღვრავს დისკუსიის წესებს: რეგლამენტს, რიგითობას, ეტიკეტს; იცავს კორექტულობას.


ქართ.  V. 8.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
  •    განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათს საქციელს;



აქტივობა 1:  გამოწვევა - ასოციციური რუკა  3წთ

დაფაზე ვწერ  "ვეფხისტყაოსნის"  ავტორის სახელს: "შოთა რუსთაველი", მოსწავლეები იხსენებენ თუ  რა იციან მის შესახებ.

აქტივობა 2: მინი ლექცია   7 წთ.

შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე, მის წარმომავლობაზე,  "ვეფხსიტყაოსნის" ავტორობის შესახებ, შოთა რუსთაველის ფრესკაზე, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონატერშია.~

აქტივობა 3: ტექსტის კითხვა დამოუკიდებლად.   5 წთ
 ჩემი მიზანია გავარკვიო რის გაგებას შეძლებენ დამოუკიდებლად.

აქტივობა 4: ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე ცხრილი 6 წთ
ტექსტის წაკითხვის შმდეგ მოსწავლეები რვეულში მუშაობენ ცხრილის პირველ  და მეორე სვეტში: "ვიცი და მინდა ვიცოდე".

აქტივობა 5: კითხვა-პასუხი 15 წთ
ვსვამ ანალიზზე ორიენტირებულ კითხვებს, რომელიც მოითხოვს საკითხის დეტალურ ცოდნას, გაგებას და აღწერას.

  • ვინ იყო როსტევან მეფე?
  • რას ადარებს პოეტი თინათინს?
  • რატომ გაიხსენა მეფემ "ვარდის ჭკნობა"?
  • რისთვის დაიმსახურა თინათინმა ვაზირების შექება?
  • როგორ ჩაიარა თინათინის  გამეფების სცენამ?
  • რა რჩევა-დარიგებას აძლევს როსტევანი თინათნს?

 ვსვამ შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს, მოსწავლემ უნდა გაარკვიოს გაიგო თუ არა ის ღირებულებები რომელიც მოისმინა და  შეძლებს თუ არა მათ შეფასებას:

  • სწორად მოიქცა თუ არა როსტევან მეფე, როდესაც მან სიცოცხლეშივე გაამეფა თინათინი?
  • "ამბავი როსტევან არაბთა მეფისა", ვგებულობთ, რომ ამბავი ვითარდება არაბეთშში, იმსჯელეთ და შეაფასეთ, რატომ და რისთის დასჭირდა შოთა რუსთაველს სიუჟეტური გაუცხოების ანუ შნიღბვის ცნობილი ხერხი?


აქტივობა 6: დისკუსია თემაზე:  "ლეკვი ლომისა სწორია, ზუ იყოს თუნდა ხვადია" 
 7 წთ
კლასი იყოფა ორად, ისინი ,რომლემიც ფიქრობენ რომ თინათინი ქალია და ის ვერ შეძლებს მეფობას და მეორე მხარე, რომელიც ფიქრობს რომ თინათნი შეძლებს იყოს ღირსეული   მეფე.

საშინაო დავალება: 

"ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" ცხრილის მესამე სვეტის შევსება. 2 წთ
ამ ცხრილით გავიგებ  მოსწავლეების მიერ დასმულ კითთხვებს გაეცა თუ არა პასუხი და რა დარჩა პასუხგაუცემელი.

შეფასება:  

განმსაზღვრელი. საკლასო შეფასების სქემის მიხედვით.



რესურსები:
 მე-5 კლასის სახელმძღვანელო. შოთა რუსთაველის ფოტო,  შოთა რუსთაველის ფრესკა, დაფა, ცარცი, რვეული, საწერკალამი.
                                                                                                                                                                                                                                                                   

No comments:

Post a Comment