პროექტის სახელწოდება:
ინკლუზიური განათლება- ვისწავლოთ ერთად.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
- გაეცნონ მოსწავლეები , მშობლები ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას.
- ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული შიშების დაძლევა მოსაწავლებსა და მშობლებში.
- მიხვდნენ ინკლუზიური განათლების უპირატესობასა და სარგებელს.
- ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს საზოგადოებაში ინტეგრაციას.
პროექტის ატუალობა:
- ინკლუზიური განათლების ნაკლები ინფორმირებულობა.
- მშობლების შიშები ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებაში.
პროექტის მიზნები:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინტეგრაციის ხელშეწყობა/
- ჯგუფური მუშაობა
- კვლევის, ძიების, ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების უნარის განმტკიცება.
- საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
- ისტის გამოყენების განმტკიცება
- დისკუსიის სწორი წარმართვა
მონაწილეთა ასაკი:
15-16 წელი.ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მშობლებისა და მოსწავლეების ცნობიერების გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებთან მიმართებაში.პროექტისათის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფურცლები, წებო, მარკერი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, flash mob-ისათის შექმნილი სპეციალური მაისურები, რომელძეც ბავშვების მიერ მოფიქრებული სლოგანი იქნება დატანილი.
პროექტის მსვლელობა:
- აქტივობა 1. I დღე : ინტერვიუ მოსწავლეებთან,
- აქტივობა 2. II დღე: ინტერვიუ მშობლებთან
- აქტივობა 3. III დღე: ფილმის ჩვენება: "რადიო", სადაც მთავარი გმირი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
- აქტივობა 4. IV დღე: ცნობილები-შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ინტერნეტში მოძიება ვიდეოების, ინფორმაციის, სურათების.
- აქტივობა 5. V დღე: დისკუსია თემაზე: ინკლუზიური განათლების არგუმენტები და კონტრარგუმენტები.
- აქტივობა 6. VI. შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებისა და სკოლის სხვა მოსწავლეების მშობლებისა. აზრების გაზიარება.
- აქტივობა 7. VII. სლოგანის მოფიქრება.
- აქტივობა 8. VIII. flash mob-ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების მონაწილეობით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ინკლუზიური განათლება .
No comments:
Post a Comment