თემა:
- შოთა რუსთაველის პოემის "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტი: ამბავი როსტევან არაბთა მეფისა" გაცნობა.
მიზანი:
- ნაწარმოების აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება.
- კითხვის სტრატეგიების გამომუშავება (წინასწარი დაკვირვება სათაურზე, ილუსტრაციებზე).
- აზრის ზეპირად და წერილობით გადმოცემის უნარის გამომუშავება.
- არგუმენტირებულად აზრის ჩამოყალიბების უნარის გამომუშავება.
- დისკუსისს წარმართვა
მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
ქართ. V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების მოსმენისა
და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
- ისმენს სხვადასხვა ხასიათის საინფორმაციო ტექსტებს და ერთმანეთისაგან განარჩევს ფაქტებსა და დამოკიდებულებებს (შეფასებებს);
- სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად / ამა თუ იმ საკითხის დასაზუსტებლად;
ქართ. V. 4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული
ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
- მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
ქართ. V.
5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების ამოცნობა და გამოყენება.
- ჯგუფთან ერთად ირჩევს საკამათ თემას; განსაზღვრავს დისკუსიის წესებს: რეგლამენტს, რიგითობას, ეტიკეტს; იცავს კორექტულობას.
ქართ. V.
8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული
ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
- განმარტავს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათს საქციელს;
დაფაზე ვწერ "ვეფხისტყაოსნის" ავტორის სახელს: "შოთა რუსთაველი", მოსწავლეები იხსენებენ თუ რა იციან მის შესახებ.
აქტივობა 2: მინი ლექცია 7 წთ.
შოთა რუსთაველის ბიოგრაფიაზე, მის წარმომავლობაზე, "ვეფხსიტყაოსნის" ავტორობის შესახებ, შოთა რუსთაველის ფრესკაზე, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონატერშია.~
აქტივობა 3: ტექსტის კითხვა დამოუკიდებლად. 5 წთ
ჩემი მიზანია გავარკვიო რის გაგებას შეძლებენ დამოუკიდებლად.
აქტივობა 4: ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე ცხრილი 6 წთ
ტექსტის წაკითხვის შმდეგ მოსწავლეები რვეულში მუშაობენ ცხრილის პირველ და მეორე სვეტში: "ვიცი და მინდა ვიცოდე".
აქტივობა 5: კითხვა-პასუხი 15 წთ
ვსვამ ანალიზზე ორიენტირებულ კითხვებს, რომელიც მოითხოვს საკითხის დეტალურ ცოდნას, გაგებას და აღწერას.
- ვინ იყო როსტევან მეფე?
- რას ადარებს პოეტი თინათინს?
- რატომ გაიხსენა მეფემ "ვარდის ჭკნობა"?
- რისთვის დაიმსახურა თინათინმა ვაზირების შექება?
- როგორ ჩაიარა თინათინის გამეფების სცენამ?
- რა რჩევა-დარიგებას აძლევს როსტევანი თინათნს?
ვსვამ შეფასებაზე ორიენტირებულ კითხვებს, მოსწავლემ უნდა გაარკვიოს გაიგო თუ არა ის ღირებულებები რომელიც მოისმინა და შეძლებს თუ არა მათ შეფასებას:
- სწორად მოიქცა თუ არა როსტევან მეფე, როდესაც მან სიცოცხლეშივე გაამეფა თინათინი?
- "ამბავი როსტევან არაბთა მეფისა", ვგებულობთ, რომ ამბავი ვითარდება არაბეთშში, იმსჯელეთ და შეაფასეთ, რატომ და რისთის დასჭირდა შოთა რუსთაველს სიუჟეტური გაუცხოების ანუ შნიღბვის ცნობილი ხერხი?
აქტივობა 6: დისკუსია თემაზე: "ლეკვი ლომისა სწორია, ზუ იყოს თუნდა ხვადია"
7 წთ
კლასი იყოფა ორად, ისინი ,რომლემიც ფიქრობენ რომ თინათინი ქალია და ის ვერ შეძლებს მეფობას და მეორე მხარე, რომელიც ფიქრობს რომ თინათნი შეძლებს იყოს ღირსეული მეფე.
საშინაო დავალება:
"ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე" ცხრილის მესამე სვეტის შევსება. 2 წთამ ცხრილით გავიგებ მოსწავლეების მიერ დასმულ კითთხვებს გაეცა თუ არა პასუხი და რა დარჩა პასუხგაუცემელი.
შეფასება:
განმსაზღვრელი. საკლასო შეფასების სქემის მიხედვით.რესურსები:
მე-5 კლასის სახელმძღვანელო. შოთა რუსთაველის ფოტო, შოთა რუსთაველის ფრესკა, დაფა, ცარცი, რვეული, საწერკალამი.